თავში

თურქეთში რუსული ვაქცინა დაამტკიცეს

​თურქეთში რუსული ვაქცინა დაამტკიცეს
თურქეთში რუსული ვაქცინა დაამტკიცეს

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ს გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჯა Twitter -ის გვერდზე ადასტურებს.

ამ ეტაპზე თურქეთში იმუნიზაცია ორი ვაქცინით მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველ 24 საათში საშუალოდ 40-50 ათასი ადამიანი ინფიცირდება. ამ ფონზე ანკარამ 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრულმასშტაბიანი ჩაკეტვა გამოაცხადა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ყველაფერი დაიკეტება და მუშაობას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისა და აუცილებლობის სამსახურები გააგრძელებენ.

თურქეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 4 788 700 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 000 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system