თავში

თურქეთში თოვლმა 267 გზა ჩაკეტა

​თურქეთში თოვლმა 267 გზა ჩაკეტა
თურქეთში თოვლმა 267 გზა ჩაკეტა
© Twitter

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სივასის პროვინციაში თოვლის გამო 267 გზა ჩაკეტილია. დასავლეთით, ნისლის გამო, სრუტეებით მოძრაობა შეზღუდულია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას TRT Haber ავრცელებს.

"სივასის პროვინციაში თოვლის გამო, 267 სასოფლო გზა მოძრაობისთვის ჩაკეტილია", - იტყობინება ტელეარხი.

გზების გასაწმენდად თოვლის საწმენდი ტექნიკა გამოიყენეს.

ტელეკომპანიის ცნობით, დღეს დილით დარდანელის სრუტე სატრანზიტო გემებისთვის ორივე მიმართულებით დროებით დაიკეტა, რადგან ძლიერი ნისლის გამო ხილვადობა შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system