თავში

თურქეთში წყალდიდობას 70 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში წყალდიდობას 70 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში წყალდიდობას 70 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და შედეგების ლიკვიდაციის სამმართველო (AFAD) ავრცელებს.

უწყების ცნობით, 70 დაღუპულიდან 60 სტამბოლის პროვინციაში, კასტამონუში გარდაიცვალა, 9 - სინოპში, 1 - ბართინში.

სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ჯამში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 8,500-ზე მეტი მაშველი 21 ვერტმფრენი, 1,106 სამსახურებრივი მანქანა, 820 ერთეული სამშენებლო ტექნიკა, 41 ნავი, სასწრაფო დახმარების 72 მანქანა, 79 საავტომობილო ტუმბო, უპილოტო საფრენი აპარატი და სპეციალური ძაღლები იყო ჩართული.

სამ პროვინციაში განლაგებულია 8000 ადამიანზე გათვლილი საველე სამზარეულო.

დაზარალებული პროვინციებიდან, 15 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, 2 378 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა, რომელთაგან ზოგი ნათესავებთან რჩება, ზოგი კი ჰოსტელებშია განთავსებული.

დასახლებების ელექტრომომარაგების აღსადგენად სამუშაოები გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system