თავში

თურქეთში ტურისტებს COVID-19-ის დაზღვევას შესთავაზებენ

​თურქეთში ტურისტებს COVID-19-ის დაზღვევას შესთავაზებენ
თურქეთში ტურისტებს COVID-19-ის დაზღვევას შესთავაზებენ

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმეთ ესროი 50 ქვეყნის ელჩს შეხვდა და ტურისტებისთვის COVID-19-ის ახალი დაზღვევა წარადგინა.

სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, დაზღვევის პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდება.

"პოლისი შეძენა ონლაინ-რეჟიმში იქნება შესაძლებელი. მისი ფასი 13-დან 23 ევრომდე იქნება, რომელიც 2-დან 7 ევროს ოდენობის ხარჯს აანაზღაურებს. ამგვარად, COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის საფასურზე სანერვიულო აღარ იქნება", - განაცხადა ერსოიმ.

თურქეთმა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი 11 ივნისიდან გახსნა.

ამჟამად ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 188 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, 5 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system