თავში

Turkish Airlines ავიაგადაზიდვების ახალი კომპანიის შექმნას გეგმავს

Turkish Airlines ავიაგადაზიდვების ახალი კომპანიის შექმნას გეგმავს
Turkish Airlines ავიაგადაზიდვების ახალი კომპანიის შექმნას გეგმავს

თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია - Turkish Airlines ტვირთის ავიატრანსპორტირების სფეროში ახალი შვილობილი კომპანიის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება.

თურქეთის ავიახაზები ახალი კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი იქნება.

”ახალი კომპანია ხელს შეუწყობს ტვირთის გადაზიდვის სფეროში მომსახურების ასორტიმენტის გაფართოებას და კომპანიას ავიაგადაზიდვების სფეროში ახალი სტრატეგიების შემუშავების საშუალებას მისცემს", - განაცხადეს კომპანიაში.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Turkish Airlines (THY) “შვილობილ”, სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ს ფლობს. Turkish Cargo მსოფლიოს 307 წერტილში ასრულებს რეისებს და აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საუკეთესო სატვირთო ავიაგადამზიდავად მიიჩნევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system