თავში

თურქული საბჭოს გენერალურმა მდივანმა აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციებს მხარი დაუჭირა

​თურქული საბჭოს გენერალურმა მდივანმა აზერბაიჯანის
თურქული საბჭოს გენერალურმა მდივანმა აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციებს მხარი დაუჭირა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (თურქული საბჭოს) გენერალურ მდივანს, ბაღდად ამრეევს შორის სატელეფონი საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული საბჭო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა თურქულ საბჭოს ობიექტური პოციზიისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სომხური ჯარების დარტყმები სომხეთის პროვოკაციული პოლიტიკის ნაწილია.

თურქული საბჭოს გენერალურმა მდივანმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის საფუძველზე სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დარეგულირებას დაუჭირა მხარი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system