თავში

თურქულმა გემმა 123 მიგრანტი გადაარჩინა

​თურქულმა გემმა 123 მიგრანტი გადაარჩინა
თურქულმა გემმა 123 მიგრანტი გადაარჩინა

ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან თურქეთის სამხედრო ფრეგატმა სპეციალურ საზღვაო-სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა და გასაბერ ნავში მყოფი 123 არალეგალი მიგრანტი დაღუპვას გადაარჩინა. ისინი, ზღვაში ტრიპოლიდან 80 მილის დაშორებით იმყოფებოდნენ. ოპერაციის დასრულების შემდეგ, თურქულმა მხარემ მიგრანტები ლიბიის სანაპირო დაცვას გადასცა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Eha Medya ავრცელებს.

თურქული სამხედრო ძალები ლიბიის სანაპიროსთან 2019 წლიდან არის დისლოცირებული. ისინი ლიბიურ სანაპირო დაცვას დახმარებას უწევენ თურქეთ-ლიბიის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

ეს არ არის არალეგალი მიგრანტების გაქცევის პირველი მცდელობა ლიბიიდან. ისინი ხშირად შედიან ხმელთაშუა ზღვაში გასაბერი ნავებით, ევროპაში თავშესაფრის ძებნის გამო, რაც ხშირად ტრაგიკულად სრულდება.

ხმელთაშუა ზღვის ნავით გადაცურვის დროს, 2014 წლიდან მოყოლებული 20 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

გაერომ ამ მარშრუტს მსოფლიოში ყველაზე საშიში საემიგრაციო მონაკვეთი უწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system