თავში

ტუროპერატორები თურქეთში ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით ცვლილებებს აპროტესტებენ

ტუროპერატორები თურქეთში
ტუროპერატორები თურქეთში ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით ცვლილებებს აპროტესტებენ

ტურისტული კომპანიების მფლობელები თურქეთში ტურიზმის პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებებით უკმაყოფილოები არიან და აცხადენ, რომ ახალი რეგულაციები არა მარტო მათ ფინანსური ხარჯებს გაზრდის, არამედ დამსვენებლებსაც სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის.

სტამბოლის აეროპორტის მართვის კომპანია IGA-მა 1 იანვრიდან ტურისტების დახვედრის პროცედურები შეცვალა. ტურბიზნესის წარმომადგენლები ტურისტებს დაფებზე გაკეთებული წარწერებით, საბაჟო კონტოლის ზონიდან გამოსასვლელში, ვეღარ დახვდებიან. მათ ვიზიტორების დაფებზე წარწერით დახვედრა აეკრძალათ.

ახალი წესების თანახმად, დახვედრის ზონაში ყოფნის უფლება მხოლოდ ნათესავებსა და მეგობრებს ექნებათ. მათ წარწერით დაფის გამოყენება შეუძლიათ, მაგრამ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 48 ევრო იქნება.

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ცალკე დარბაზი გამოიყო, თუმცა იქ შესვლისთვის სპეციალური ნებართვის, IGA PASS-ის შეძენა იქნება საჭირო. თითოეულ ტურისტზე გადასახადი 4 ევროა, პლიუს დამატებითი ღირებულების გადასახადი. გარკვეული შეღავათები მხოლოდ 50 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში და ზევით არის გათვალისწინებული.

დეკემბრიდან სასტუმროების მფლობელები ტურისტებზე დამატებით გადასახადსაც იხდიან, რაც ვიზიტორის მიერ გაწეული ხარჯების 1 პროცენტია. 1 აპრილიდან კი ეს თანხა 2 პროცენტამდე გაიზრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system