თავში

თვითმფრინავში მგზავრს მორიელმა უკბინა

თვითმფრინავში მგზავრს მორიელმა უკბინა
თვითმფრინავში მგზავრს მორიელმა უკბინა

ავიაკომპანია United Airlines-ის თვითმფრინავში მგზავრს მორიელმა უკბინა. ინფორმაციას ამის შესახებ USA Today ავრცელებს.

ბორტი სან-ფრანცისკოდან ატლანტაში მიფრინავდა. ფრენის დროს ქალმა რამდენჯერმე იგრძნო, თითქოს მას უკბინეს. მოგვიანებით კი მისი შარვლის ტოტიდან მორიელი გადმოვარდა. 

ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ ეკიპაჟმა მგზავრს პირველადი დახმარება აღმოუჩინა და კონსულტაცია ექიმთან გაიარა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.~

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა მორიელი თვითმფრინავის ბორტზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system