თავში

Twitter კორონავირუსის ვაქცინების შესახებ "ფეიკებს" წაშლის

​Twitter კორონავირუსის ვაქცინების შესახებ "ფეიკებს" წაშლის
Twitter კორონავირუსის ვაქცინების შესახებ ფეიკებს წაშლის

მიკრობლოგმა Twitter განაცხადა, რომ წაშლის პოსტებს, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინების შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. ტელეარხი CNBC იუწყება, რომ ჯერჯერობით წაშლას ექვემდებარება მხოლოდ ის "ტვიტები", რომლებიც ვირუსის წარმოშობის, გავრცელების, დაცვის ზომების ეფექტურობის, შეზღუდვების ოფიციალური ზომებისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავს.

Twitter-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მომავალი კვირიდან წაიშლება პოსტები, სადაც ნათქვამია, რომ ვაქცინები "მოსახლეობის განზრახ დაზიანების ან კონტროლისთვის" იქნება გამოყენებული. ასევე მიკრობლოგი წაშლის "მცდარ და ფართოდ უარყოფილ განცხადებებს ვაქცინაციის ნეგატიური შედეგების შესახებ. წაშლას დაექვემდებარება პოსტები შინაარსით: "COVID-19 არ არსებობს ან არ არის სერიოზული და, შესაბამისად, ვაქცინაცია საჭირო არ არის".

მომავალ წელს კი კომპანია გეგმავს მონიშნოს შეტყობინებები, რომლებიც "ვაქცინების შესახებ უსაფუძვლო ჭორებს, სადავო განცხადებებს და არასრული და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ინფორმაციას " შეიცავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system