თავში

Twitter-მა რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

​Twitter-მა რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა
Twitter-მა რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

მიკრობლოგების სერვისმა Twitter ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ანგარიშის დაბლოკვის მიზეზი გახდა მისი ცრუ პოსტი იმის შესახებ, თითქოს აშშ-ში კოვიდვაქცინებისგან უკიდურესად ბევრი გარდაცვალების შემთხვევებია.

დაბლოკვის შემდეგ გრინმა Telegram-ზე დაწერა, რომ Twitter ამერიკის მტერია და სიმართლის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.

Twitter-ში ხაზს უსვამენ, რომ კონგრესმენის ანგარიშის სამუდამოდ დაბლოკვის მიზეზი კორონავირუსის დეზინფორმაციის პოლიტიკის წესების არაერთგზის დარღვევა გახდა. 

2021 წლის ივლისში მიკრობლოგმა Twitter-მა რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დროებით დაბლოკა. აშშ-ის კონგრესმენი კორონავირუსსა და ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებდა.

Twitter-ის წარმომადგენლის თქმით, კონგრესმენის ბოლო ორი შეტყობინება მონიშნული იყო, როგორც "შეცდომაში შემყვანი". მან აღნიშნა, რომ თუ პოლიტიკოსი დეზინფორმაციის გამოქვეყნებას განაგრძობს, მისი ანგარიში, შესაძლოა, სამუდამოდ დაიბლოკოს.

მარჯორი ტეილორ გრინი ცნობილია, როგორც შეთქმულების თეორიის იდეის აქტიური მიმდევარი. კერძოდ, მას სჯერა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო, აშშ-ის ყოფილი ლიდერი კი დემოკრატი-სატანისტების საიდუმლო ორგანიზაციას ებრძოდა, რომელიც ბავშვებით ვაჭრობს. ამასთან, კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ 2018 წლის კალიფორნიის მასშტაბური ტყის ხანძრები კოსმოსიდან გამოშვებული ლაზერით იყო გამოწვეული, რომელსაც "ძლევამოსილი ებრაული ბანკირების ოჯახი" აკონტროლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system