თავში

Twitter წაშლის ადამიანების სურათებს, რომლებიც მათი თანხმობის გარეშეა გამოქვეყნებული

​Twitter წაშლის ადამიანების სურათებს, რომლებიც მათი თანხ
Twitter წაშლის ადამიანების სურათებს, რომლებიც მათი თანხმობის გარეშეა გამოქვეყნებული

Twitter-ის მომხმარებლებს შეეძლებათ, აცნობონ სოციალური ქსელის ადმინისტრაციას მათი თანხმობის გარეშე გამოქვეყნებული ფოტოებისა და ვიდეოების გამოქვეყნების შესახებ, რათა მან ასეთი მედია ფაილები წაშალოს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა.

"როდესაც ჩვენ მივიღებთ შეტყობინებას გამოსახული პირებისგან, ან ოფიციალური წარმომადგენლისგან, რომ მათ მათი პირადი სურათის ან ვიდეოს გამოქვეყნებაზე თანხმობა არ მიუციათ, ჩვენ მას წავშლით“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

ამავდროულად, Twitter აღნიშნავს, რომ სიახლე არ ეხება მასალებს, რომლებშიც ჩნდებიან საჯარო პირები, თუ მესიჯი გამოქვეყნებულია თანმხლები ტექსტით საზოგადოების ინტერესებისთვის ან ზრდის საჯარო დისკუსიის ღირებულებას.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ყოველთვის შეეცდება, შეაფასოს ის კონტექსტი, რომელთანაც გამოქვეყნებული მასალა არი დაკავშირებული და გაითვალისწინოს, იყო თუ არა მასალა საჯარო და გაშუქდა თუ არა მედიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system