თავში

უახლოეს მომავალში ხმის კლონირება იქნება შესაძლებელი

​უახლოეს მომავალში ხმის კლონირება იქნება შესაძლებელი
უახლოეს მომავალში ხმის კლონირება იქნება შესაძლებელი

უახლოეს მომავალში ნებისმიერი ადამიანი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ხმის კლონირებას შეძლებს. ამისთვის მიკროფონთან დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ტექსტის წაკითხვა იქნება საჭირო. შემდეგ ნებისმიერი ტექსტის აკრეფისას, ის თქვენი ხმით "წაიკითხავს" მას. ამის შესახებ Verge წერს.

სპეციალისტების თქმით, ბოლო წლებში საუბრის სინთეზი სწრაფად ვითარდება. ადრე რეალისტური შედგების მიღწევა აუდიოჩანაწერებიდან ფრაზების ნაწილების ამოჭრით იყო შესაძლებელი, ახლა კი ნეირონული ქსელები ადამიანის საუბრის გენერირებას ნულიდან ახდენს. საბოლოო შედეგი კი უფრო მალე, ადვილად და დამაჯერებლად ჟღერს.

ასე რომ უახლოეს მომავალში ცნობილი ადამიანების უამრავი კლონირებული ხმა გამოჩნდება, რაც მათ ლიცენზირების საშუალებას მისცემს. ასეთი ხმა, მაგალითად, შეიძლება რეკლამაში გამოიყენონ ისე, რომ მის მფლობელს ჩამწერ სტუდიაში მისვლა არც კი დასჭირდეს.

ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტმა, შესაძლოა, ზუსტი და მრავალმხრივი ინტონაციას ვერ გადმოსცეს, თუმცა ავტომატური განცხადებებისა და ხმოვანი დამხმარე ინსტრუმენტებისთვის ეს აუცილებელი სულაც არ არის.

თუმცა არის რისკებიც. თუ ასეთ ხმას ხელში თაღლითი ჩაიგდებს, მან, შესაძლოა, მოქალაქეებს დაურეკოს, ნათესავის ან მეგობრის ხმით თანხა სთხოვოს ან სხვა რაიმე მაქინაცია ჩაიდინოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system