თავში

უამინდობისა და პანდემიის გამო მსოფლიოში 4 ათასზე მეტი ფრენა გაუქმდა

​უამინდობისა და პანდემიის გამო მსოფლიოში 4 ათასზე მეტი ფრენა გაუქმდა
უამინდობისა და პანდემიის გამო მსოფლიოში 4 ათასზე მეტი ფრენა გაუქმდა

ზამთრის ამინდმა და პანდემიამ კვირას მსოფლიოში 4 ათასზე მეტი ფრენის გაუქმება გამოიწვია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Associated Press FlightAware-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, 2500-ზე მეტი ფრენა აშშ-ში და 4100-ზე მეტი მსოფლიოში გაუქმდა.

შაბათს კი აშშ-ში 2700-ზე მეტი რეისი, მთელ მსოფლიოში კი 4700-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.

ზამთრის შტორმმა ჩიკაგო შაბათ-კვირას ტურისტებისთვის ყველაზე საშინელ დასასვენებლად აქცია. კვირას ო'ჰარას აეროპორტში ფრენების დაახლოებით მეოთხედი გაუქმდა.

მნიშვნელოვანი შეფერხებები დენვერის აეროპორტშიც იყო.

გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა დეტროიტის და ატლანტის აეროპორტები.

ზოგიერთი ფრენა წყნარი ოკეანის მასშტაბით კი პერსონალის დეფიციტის გამო გაუქმდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system