თავში

უბილეთო მგზავრი აშშ-ში თვითმფრინავის შასის განყოფილებაში ჩაფრინდა

​უბილეთო მგზავრი აშშ-ში თვითმფრინავის შასის განყოფილებაში ჩაფრინდა
უბილეთო მგზავრი აშშ-ში თვითმფრინავის შასის განყოფილებაში ჩაფრინდა

გვატემალის მკვიდრი თვითმფრინავის შასის განყოფილებაში დაიმალა და თავისი ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში ასე ჩავიდა. მის გადარჩენას ნამდვილ სასწაულს უწოდებენ. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მედიის ცნობით, 26 წლის მამაკაცი American Airlines-ის თვითმფრინავის შასის განყოფილებაში იპოვეს. ის გვატემალიდან მაიამიში ჩაფრინდა. უბილეთო მგზავრის მდგომარეობა მძიმე იყო, ამიტომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"მამაკაცს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დახმარება გაუწიეს. მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ექიმებმა თქვეს, მას თითები მოყინული ჰქონდა, მაგრამ პაციენტს გაუმართლა, რომ საერთოდ გადარჩა. ფრენა რამდენიმე საათის განმავლობაში დაახლოებით მინუს 47 ° С ტემპერატურაზე 10 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე ხორციელდებოდა.

გარდა ამისა, ასეთ ეშელონებში ჰაერი უკიდურესად დაბალ ჟანგბადს შეიცავს, რამაც, შესაძლოა, ჰიპოქსია გამოიწვიოს. ექსპერტების აზრით, მგზავრი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჰიდრავლიკური სისტემის ცხელი მილების წყალობით გადარჩა, რომელიც მამაკაცისთვის დამატებითი გათბობის საშუალებად იქცა.

აშშ-ის იმიგრაციის სამსახურის ოფიცერმა, ანხელ ლილმა განაცხადა, რომ უბილეთო მგზავრს, სავარაუდოდ, დააკავებდნენ და შემდეგ გვატემალაში დააბრუნებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system