თავში

Ubisoft "ვარსკვლავური ომების" მიხედვით ახალ თამაშს გამოუშვებს - VIDEO

Ubisoft "ვარსკვლავური ომების" მიხედვით ახალ თამაშს გამოუშვებს - VIDEO
Ubisoft ვარსკვლავური ომების მიხედვით ახალ თამაშს გამოუშვებს - VIDEO

ვიდეო-თამაშების ერთ-ერთი მთავარი ფრანგული გამომცემელი და დეველოპერული კომპანია Ubisoft Disney-სთან და Lucasfilm-თან თანამშრომლობს. მათი პირველი ერთობლივი პროექტი იქნება ახალი თამაში, რომელიც დაფუძნებულია ფანტასტიკური "ვარსკვლავური ომების" ფრენჩაიზზე. ახალი თამაშის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

2012 წლიდან, "ვარსკვლავური ომების" თამაშების შექმნას მხოლოდ ელექტრონიკ არტსი (EA) განიხილავდა.

"EA იყო და იქნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მივხვდით, რომ სხვა კომპანიებისთვისაც გვაქვს ადგილი", - განაცხადა Disney-ის გლობალური თამაშებისა და ინტერაქტიული ტექნოლოგიების უფროსმა.

ცნობილია, რომ Disney ასევე აპირებს, გამოუშვას თამაში, რომელიც დაფუძნებულია ინდიანა ჯონსის ფილმებზე. მას Bethesda Game Studios უხელმძღვანელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system