თავში

უელსში დააჯარიმებენ პირებს, ვისაც სახლიდან მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ ოფისში მაინც დადიან

​უელსში დააჯარიმებენ პირებს, ვისაც სახლიდან მუშაობა შეუძლიათ
უელსში დააჯარიმებენ პირებს, ვისაც სახლიდან მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ ოფისში მაინც დადიან

უელსში მტკივნეულ ჯარიმებს აწესებენ თანამშრომლებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც კოროვირუსის ეპიდემიის გამო, დისტანციური მუშაობის მოთხოვნებს არღვევენ. საუბარია იმ მუშაკებზე, ვისაც სახლიდან მუშაობა თავისუფლად შეუძლია, თუმცა ისინი ოფისებში მაინც დადიან. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ორშაბათიდან თანამშრომლებს, ვისი სამუშაო ოფისში ყოფნას არ ითხოვს, სამუშაო ადგილზე თითო მისვლისთვის 60 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ, დამსაქმებლებს კი - 1000.

აქამდე სახლიდან მუშაობა უფრო რეკომენდაცია იყო, ვიდრე მოთხოვნა, თუმცა რეგიონულმა მთავრობამ გადაწყვიტა, უფრო მკაცრი ყოფილიყო და ოფისში მუშაობა აეკრძალა, თუ ადგილზე ყოფნის სათანადო დასაბუთება არ არსებობს.

ბოლო დროს, გაერთიანებული სამეფოს ყველა რეგიონმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრება დაიწყო, ვინაიდან ქვეყანაში შტამი "ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system