თავში

უფლებადამცველები ჩილეში დაშავებულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებენ

​უფლებადამცველები ჩილეში დაშავებულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებენ
უფლებადამცველები ჩილეში დაშავებულთა შესახებ მონაცემებს აქვეყნებენ

ჩილეს ადამიანის უფლებების ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე დაშავებულთა და დაკავებულთა შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. უფლებადამცველების თქმით, სტაციონარში 1132 ადამიანია მოთავსებული, რომელთა უმეტესობას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს.

ცენტრის ინფორმაციით მონაწილეობისთვის 3535 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 593 ქალი და 375 არასრულწლოვანია. ოქტომბერში დაპირისპირების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩილეს დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა.

აქციების ფონზე, ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინერამ რვა მინისტრი, მათ შორის შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მასობრივი არეულობის გამო, ჩილეს ბიზნესის ზარალი 1.4 მილიარდ დოლარს აღწევს. მიმდინარე თვეში ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system