თავში

უფლებადამცველები ეგვიპტეში 49 ადამიანის სიკვდილით დასჯას გმობენ

უფლებადამცველები ეგვიპტეში 49 ადამიანის სიკვდილით დასჯას გმობენ
უფლებადამცველები ეგვიპტეში 49 ადამიანის სიკვდილით დასჯას გმობენ

არასამთავრობო ორგანიზაციამ Human Rights Watch (HRW) ეგვიპტეში 49 ადამიანის სიკვდილით დასჯა დაგმო. ამის შესახებ ABC News წერს.

HRW-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტეში 3-13 ოქტომბრამდე ჯამში 47 მამაკაცი და ორი ქალი სიკვდილით დასაჯეს. აქედან 15 სიკვდილით დასჯილი ადამიანი პოლიტიკურ ძალადობაში მონაწილეობისთვის იყო ნასამართლევი.

"ეგვიპტეში რამდენიმე დღეში უამრავი ადამიანის მასობრივი სიკვდილით დასჯა აღმაშფოთებელია. ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო პროცესების სისტემური არ არსებობის გამო, განსაკუთრებით პოლიტიკურ შემთხვევებში, ყოველი სიკვდილით დასჯით ადამიანის სიცოცხლის უფლება ირღვევა", - განაცხადა HRW- ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დირექტორის მოადგილემ.

ნიუ-იორკში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ამ თვეში კაიროს დაწესებულებაში, რომელიც "მორიელის" სახელით არის ცნობილი, 13 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ხელისუფლების განცხადებით, ოთხი პატიმარი, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ტერორიზმთან დაკავშირებულ ცალკეულ შემთხვევებში ფიგურირებდნენ და ისინი გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეგვიპტეში ბოლო წლებია საეჭვო სასამართლო პროცესები და მკვლელობები მიმდინარეობს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system