თავში

Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობა 6 თვეში მცირდება

​Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობა 6 თვეში მცირდება
Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობა 6 თვეში მცირდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer Inc/BioNTech-ის ვაქცინის ეფექტურობა COVID-19-ით ინფიცირების პრევენციის კუთხით მეორე დოზიდან 6 თვის შემდეგ 88%-დან 47%-მდე მცირდება. ინფორმაციას გამოცემა Reuters სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Pfizer-ისა და ამერიკული ჯანდაცვის ქსელის, Kaiser Permanente-ის მკვლევარებმა 3,4 მილიონი ადამიანის ელექტრონული სამედიცინო ბარათები შეისწავლეს, რომლებიც Kaiser Permanente Southern California-ს წევრები 2020 წლის დეკემბრიდან იყვნენ, როდესაც ვაქცინა პირველად გახდა ხელმისაწვდომი - 2021 წლის აგვისტომდე.

ანალიზმა აჩვენა, რომ სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების კუთხით ვაქცინის ეფექტურობა მაღალი იყო - 90%, მათ შორის ძალიან საშიში "დელტა" შტამის მიმართაც.

"დელტას" წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობა პირველი თვის მერე 93 პროცენტს შეადგენდა, 4 თვეში კი - 53 პროცენტს. კორონავირუსის სხვა ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურობა 97%-დან 67%-მდე შემცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system