თავში

უილ სმიტმა ჯორჯიაში ფილმის გადაღებები გააუქმა

უილ სმიტმა ჯორჯიაში ფილმის გადაღებები გააუქმა
უილ სმიტმა ჯორჯიაში ფილმის გადაღებები გააუქმა
© bloomberg.com

რეჟისორმა ანტუან ფუკომ და მსახიობმა უილ სმიტმა აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მათი ახალი ერთობლივი ფილმის გადაღებები გააუქმეს. ამის მიზეზი ახალი საარჩევნო კანონი გახდა, რომელიც შტატის კანონმდებლებმა დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

"ერი ახლა ჰარმონიაში მოდის თავის ისტორიასთან და ცდილობს, აღმოფხვრას ინსტიტუციური რასიზმის ნარჩენები, რათა მიაღწიოს ჭეშმარიტ რასობრივ სამართლიანობას. ჩვენ არ შეგვიძლია, ეკონომიკური მხარდაჭერა გავუწიოთ მთავრობას, რომელსაც შემოაქვს რეგრესიული კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს ამომრჩეველთა უფლებების შეზღუდვას. ახალი კანონები ჰგავს ბარიერებს ხმის მიცემისთვის, რომელიც რეკონსტრუქციის ბოლოს იყო მიღებული და რომელთა მიზანი უამრავი ამერიკელისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ, ჩვენი კინოწარმოების სამუშაოები სხვა ადგილას გადავიტანოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

შტატში ფილმის სახელწოდებით Emancipation-ის გადაღებები მიმდინარეობდა, რომელიც დაფუძნებულია XIX საუკუნის მეორე ნახევრის რეალურ მოვლენებზე. ეს არის ისტორია გაქცეულ მონაზე, სახელად პიტერზე, რომელმაც მოახერხა მონადირეებისგან გაქცევა, ლუიზიანას ჭაობებში გადარჩენა და შემდეგ სამოქალაქო ომის დროს არმიის ჯარისკაცი გახდა. პროექტი დაფინანსებულია Apple TV +-ის მიერ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system