თავში

უკრაინაში 7 პოლიციელს ნარკოტიკული დანაშაულისათვის პატიმრობა შეეფარდა

უკრაინაში 7 პოლიციელს ნარკოტიკული დანაშაულისათვის პატიმრობა შეეფარდა
უკრაინაში 7 პოლიციელს ნარკოტიკული დანაშაულისათვის პატიმრობა შეეფარდა

კიევის გოლოსეევსკის საოლქო სასამართლომ დნეპროპეტროვსკის ოლქის შვიდ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ სახელმწიფო გამოძიების ბიუროს პრესსამსახურმა განაცხადა. 

დაკავებულებს ნარკომოვაჭრეებთან და სხვა კრიმინალებთან თანამშრომლობა ედებათ ბრალად. სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ დაკავებულთა გათავისუფლება დაუშვებლად ცნო.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები სამუშაოს პირნათლად შესრულების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით მოქალაქეებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდნენ. დანაშაულის ჩადენისთვის, პოლიციის თანამშომლები მოქალაქეებს ფულსა და ნარკოტიკილ ნივთიერებებს აძლევდნენ, შემდეგ კი მათ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით აკავებნდენ. 

სამართალდამცველებს ბრალი ედებათ კრიმინალური ორგანიზაციის შექმნაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ქურდობაში, იარაღის არალეგალურ გამოყენებასა და ნარკოტიკულ ნადაშაულში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system