თავში

უკრაინაში ავტოავარიისას 9 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში ავტოავარიისას 9 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში ავტოავარიისას 9 ადამიანი დაიღუპა

ჟიტომირის ოლქში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 9 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის პოლიციაში განაცხადეს.

სამართალდამცავების ცნობით, კიევი-ჩოპის გზაზე სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა მიკროავტობუსს, რომლის მძღოლი დაშვებული საბურავის შეცვლას ცდილობდა. ავარიის დროს მგზავრების ნაწილი გარეთ იმყოფებოდა.

დაშავებული, რომლებმაც სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system