
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 10 046 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 191 ადამიანი გარდაიცვალა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ან სიმპტომებით 1676 ადამიანი გადაიყვანეს.
10 046 ახალ ინფიცირებულთა შორის 590 ბავშვი და 255 მედმუშაკია.
პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 3 727 034 შემთხვევა გამოვლინდა, 3 537 826 გამოჯანმრთელდა, 97 928 გარდაიცვალა.