უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავიეუსის 22 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 546 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეს როგორც ინფიცირების, ასევე გარდაცვალების კუთხით რეკორდული მაჩვენებელია.
გარდა ამისა, საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ან სიმპტომებით 4 892 ადამიანი გადაიყვანეს.
22 415 ახალ ინფიცირებულთა შორის 1 771 ბავშვი და 345 მედმუშაკია.
პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 2 701 600 შემთხვევა გამოვლინდა, 2 352 835 გამოჯანმრთელდა, 62 389 გარდაიცვალა.