თავში

უკრაინაში "კოვიდ სერტიფიკატები" 1 ივლისიდან ამოქმედდება

უკრაინაში "კოვიდ სერტიფიკატები" 1 ივლისიდან ამოქმედდება
უკრაინაში კოვიდ სერტიფიკატები 1 ივლისიდან ამოქმედდება

უკრაინის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში "კოვიდ სერტიფიკატები", რომლებიც ვაქცინირებული პირებისათვის გარკვეულ პრივილეგიებს უზრუნველყოფენ, 1 ივლისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

"უკრაინა "კოვიდ სერტიფიკატების" დანერგვის მიზნით ორ სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობს. ერთი მათგანის არის - ჯანმო, ხოლო მეორე - ევროკავშირი, რომელიც ვაქცინირებულებს  გარკვეულ პრივილეგიებს სთავაზობს”, - განაცხადა ლიაშკომ.

მისივე თქმით, ამ დროისათვის ვაქცინაციის შესახებ ყველა მონაცემი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემაში ტარდება. ამის პარალელურად, ჯანმო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობით ახალი ტექნიკური საკითხები მუშავდება.

"რასაც ჯამო დაამტკიცებს - ეს იქნება ჩვენთანაც, რაც ევროკავშირში იქნება შემოღებული - ეს წესები იმოქმედებს ჩვენთანაც. მზად ვართ, რომ 1 ივლისიდან ამგვარი სერთიფიკატები  ამოქმედდეს", - აღნიშნა ლიაშკომ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი COVID პასპორტის სისტემის ამოქმედებას ივნისის თვიდან გეგმავს. ეს საშუალებას მისცემს ვაქცინირებულ  მოქალაქეებს, შეზღუდვების გარეშე  იმოგზაურონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system