თავში

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 30 ივნისამდე გაგრძელდება

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 30 ივნისამდე გაგრძელდება
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 30 ივნისამდე გაგრძელდება

უკრაინის მთავრობა საგანგებო რეჟიმს და საკარანტინო ზომებს 30 ივნისამდე აგრძელებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო ვითარება, პირველ რიგში, ეხება სახელმწიფოს ხელისუფლებას და მათ მზადყოფნას, რომ შეებრძოლონ კორონავირუსის პანდემიას ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ უკრაინელებმა უნდა გააგრძელონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა ღონისძიების დაცვა და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ.

"უკრაინელმა ხალხმა განსაკუთრებით ასეთი სიფრთხილე და კეთილსინდისიერება უნდა გამოავლინონ მაისის არდადეგებისა და აღდგომის დროს. ამ დღეებში ჩვენ ხალხს მოვუწოდებთ, დარჩნენ სახლში, რადგან დღესასწაულებმა და მასობრივმა შეკრებებმა, შესაძლოა, ახალი ტალღა გამოიწვიოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system