თავში

უკრაინაში სრულად ვაქცინირებულები ათას გრივნას მიიღებენ

უკრაინაში სრულად ვაქცინირებულები ათას გრივნას მიიღებენ
უკრაინაში სრულად ვაქცინირებულები ათას გრივნას მიიღებენ

უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ სრული ვაქცინაცია ჩაიტარა, სახელმწიფოსგან ათას გრივნას (38 დოლარს) მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

"ამ ფულით შეძლებთ სპორტულ დარბაზში აბონემენტის შეძენას, კინოთეატრში, თეატრში, მუზეუმში წასვლას ან უკრაინაში მოგზაურობისთვის ბილეთის შეძენას. ჩვენ გვესმის, რომ, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს სმარტფონები, ამიტომ ეს პროგრამა ერთ თვეზე მეტხანს იმოქმედებს. სახელმწიფო ყველას მისცემს ალტერნატიულ შესაძლებლობას, განსაკუთრებით მოხუცებს, მიიღოს ათასი გრივნა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პროგრამა 19 დეკემბრიდან ამოქმედდება და მისთვის ბიუჯეტიდან წლის ბოლომდე 3 მილიარდი გრივნის გამოყოფა იგეგმება, ამდენივეს 2022 წლის დასაწყისში გამოყოფენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system