თავში

უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია - პუტინი

​უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია - პუტინი
უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია - პუტინი

უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ ვთვლი, მიმაჩნია, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მან უპასუხა კითხვას - რატომ არ შეიყვანეს უკრაინა რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება რუსეთისთვის „აშკარად არამეგობრულია“.

"არ ვთვლი, რომ უკრაინელი ხალხი არამეგობრულია. ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, მაგრამ მათი ხელისუფლება აშკარად არამეგობრულია ჩვენთვის. სხვა შემთხვევაში რთულია რადას მიერ მიღებული კანონპროექტის გაგება, სადაც რუსი ხალხი არაძირძველად ითვლება. უხსოვარი დროიდან აქ რუსები ცხოვრობდნენ და ახლა ისინი არააბორიგენებად გამოაცხადეს. ასუსტებენ რუსულ ენას. ყველგან ვიწრო აზროვნების ხალხი და ექსტრემისტი ნაციონალისტები არიან, ისინი მოქმედებენ გულით და არა გონებით. მათი მუშაობის საბოლოო შედეგი დამანგრეველია. ეს ეხება უკრაინული ოპოზიციის ჩახშობასაც“ , – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად, პუტინმა უპასუხა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანა მთლიანად გარე ძალების კონტროლის ქვეშ გადაიყვანა და უკრაინის საკითხები კიევში აღარ წყდება.

"უკრაინის ცხოვრების ძირითადი საკითხები არა კიევში, არამედ ვაშინგტონში, ნაწილობრივ კი ბერლინსა და პარიზში წყდება. აბა, რაზე უნდა ვისაუბროთ?", - განაცხადა პუტინმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system