თავში

უკრაინელი აქტივისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

​უკრაინელი აქტივისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
უკრაინელი აქტივისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

უკრაინაში დაკავებულია ხერსონის სამხარეო საბჭოს ხელმძღვანელი ვლადისლავ მენგერი, რომელსაც ქალაქის მერის მრჩეველზე, აქტივისტ ეკატერინა განძიუკზე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

უახლოეს მომავალში მენგერი კიევის პეჩერის რაიონული სასამართლოს წინაშე წარდგება, სადაც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების ზომაზე იმსჯელებენ.

განძიუკზე თავდასხმის საქმეზე მენგერი ეჭვმიტანილად 2019 წლის აგვისტოში გამოცხადდა. ის დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გამოძიების ინფორმაციით, მენგერმა და ხერსონის სამხარეო საბჭოს ყოფილი დეპუტატის ექს-თანაშემწემ, ალექსეი ლევინმა განძიუკისთვის სხეული მძიმე დაზიანებების მიყენების დამკვეთები იყვნენ, რაც აქტივისტის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ეკატერინა განძუკზე თავდასხმა 2018 წლის ივლისში მოხდა. 33 წლის აქტივისტს უკრაინის ქალაქ ხერსონში, 31 ივლისს მჟავა შეასხეს. თავდასხმის შემდეგ განძიუკს სხეულის 40% დაეწვა. მას 11 ოპერაცია ჩაუტარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system