თავში

უკრაინის პრემიერი თანამდებობას ტოვებს - განახლებულია

უკრაინის პრემიერი თანამდებობას ტოვებს
უკრაინის პრემიერი თანამდებობას ტოვებს  - განახლებულია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობას ტოვებს. მან განცხადება უკვე დაწერა და პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადასცა. ამის შესახებ თავად გონჩარუკმა სოციალურ ქსელ "Facebook-ში" დაწერა.

„ამ თანამდებობაზე მოვედი, რათა პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის წესიერების მაგალითია. იმისთვის, რომ გაქრეს ნებისმიერი ეჭვი ჩვენი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით, დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით და გადავეცი პრეზიდენტს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაადასტურეს, რომ ზელენსკიმ გონჩარუკისგან გადადგომის შესახებ განცხადება მიიღო.

"სახელმწიფოს მეთაური აღნიშნულ განცხადებას განიხილავს. განხილვის შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ცალკე ინფორმაციას გაავრცელებს", - ნათქვამია ზელენსკის ოფისის განცხადებაში, რომელიც Telegram-არხზე გავრცელდა. 

ალექსეი გონჩარუკი უკრაინის პრემიერად 2019 წლის 29 აგვისტოს დაინიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system