თავში

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვია

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარ
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც,  ორი უკრაინელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი გაუხსნეს როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, ისე ქალაქ კრასნოგოროვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება.

უკრაინის პრეზიდენტსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ჯო ბაიდენისგან გარანტიები მიიღო, რომ ვაშინგტონი უკრაინას რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დატოვებს.

უკრაინის მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის ცნობით, ამჟამად ანექსირებულ ყირიმში 32 700 რუსი სამხედრო იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system