თავში

ულურუს წმინდა მთაზე იშვიათი ჩანჩქერები გამოჩნდა - PHOTO

​ულურუს წმინდა მთაზე იშვიათი ჩანჩქერები გამოჩნდა
ულურუს წმინდა მთაზე იშვიათი ჩანჩქერები გამოჩნდა - PHOTO

ავსტრალიაში ულურუს კანონის სანახავად მისულმა ტურისტებმა ამ კვირაში უნიკალური და ულამაზესი მოვლენა დააფიქსირეს. მათ ულურუს იშვიათი ჩანჩქერები ნახეს და მისი ფოტოგადაღება შეძლეს. ინფორმაციას Independent ავრცელებს.

 ტერიტორია, სადაც ნალექი იშვიათად მოდის, ჩანჩქერი მხოლოდ ძლიერი წვიმის შემდეგ წარმოიქმნება. მისი ნახვა წვიმის შემდეგ მოკლე პერიოდშია შესაძლებელია. მერე ის შრება და წლების განმავლობაში შეიძლება აღარ გაჩნდეს.

ულურუს ქვიშაქვის უზარმაზარი მთა ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს. მისი სიგრძე 3 კილომეტრი, სიმაღლე კი 348 მეტრია. მთის ასაკი 600 მილიონი წელია. ულურუ ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ადგილობრივი ანანგუს ხალხისთვის ულურუ წმინდა ადგილია. ტერიტორიაზე მრავლადაა კლდის მღვიმეები და წყაროები. ულურუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system