თავში

უმდიდრესი ამერიკელები პანდემიაში 40%-ით გამდიდრდნენ

​უმდიდრესი ამერიკელები პანდემიაში 40%-ით გამდიდრდნენ
უმდიდრესი ამერიკელები პანდემიაში 40%-ით გამდიდრდნენ
© Forbes

უმდიდრესი ამერიკელები შარშანდელზე 40%-ით მდიდრები არიან. მათი ქონება 4.5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. ასეთია Forbes 400 List-ის მონაცემები.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს "მილიარდერებისთვის რეკორდული წელი იყო".

ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მეოთხე წელია ზედიზედ სიაში პირველ ადგილს იკავებს. მისი ქონება 201 მილიარდი დოლარია. შემდეგ მოდის Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი (190,5 მილიარდი) და Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი (134,5 მილიარდი).

მილიარდერთა სიას დაემატა 44 ახალი წევრი - „ახალწვეულის“ ყველაზე დიდი რაოდენობა 2007 წლის შემდეგ. აქედან ორმა მესამედმა შემოსავალი ფინანსებიდან და ტექნოლოგიებიდან მიიღო. კერძოდ, ახალბედებს შორის, რომლის ქონებაც 30.4 მილიარდი დოლარია, არის მირიამ ადელსონი, კაზინოს მაგნატის, გარდაცვლილი შელდონ ადელსონის ცოლი. სიაშია კრიპტოვალუტის მილიარდერი სემ ბენკმან-ფრიდი (22.5 მილიარდი დოლარი).

ამავდროულად, აშშ-ი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Forbes 400-იდან პირველად გავარდა. ახლა მისი ქონება 2,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

სიაში მოსახვედრად, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მინიმალური ქონება $2.9 მილიარდის ოდენობით, რაც $800 მილიონით მეტია, ვიდრე შარშან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system