თავში

უმეტესი ქვეყნების რეაგირება COVID-19-ზე დაგვიანებული და არაეფექტური იყო- ჯანმო

უმეტესი ​ქვეყნების რეაგირება
უმეტესი ქვეყნების რეაგირება COVID-19-ზე დაგვიანებული და არაეფექტური იყო- ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების განცხადებით, უმეტესი ქვეყნების ხელმძღვანელობამ პანდემიაზე დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირება მოახდინა. კვლევა ექსპერტების ჯგუფმა ჩაატარა, რომელსაც ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერი ჰელენ კლარკი და ლიბერიის ექსპრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი ხელმძღვანელობენ. წინასწარ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიომ ინფექციური აფეთქებებისადმი მიდგომას სერიოზულად უნდა გადახედოს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ლიდერები ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ ისე, რომ ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს. ეს მიდგომა კი, სპეციალისტების აზრით, მცდარია.

პანდემიამ გლობალურ ეკონომიკას 7 ტრილიონი დოლარი დააკარგვინა. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ქვეყნები, რომელთაც დროული, ეფექტური და ენერგიული რეაგირება მოახდინეს პანდემიაზე, მათი ეკონომიკა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაშია.

34 გვერდიანი ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი ჩინეთისა და აშშ-ის კვლევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მათ სერიოზული ჩავარდნები ჰქონდათ პანდემიასთან ბრძოლაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გამოითქვა მოსაზრება, რომ კორონავირუსი, შესაძლოა, დაავადებადაც იქცეს. ჯანმო-ს ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიოს ქვეყნების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით თანაბრად უზრუნველყოფა ვერ ხორციელდება და ეს გეგმა სერიოზული საფრთხის წინაშეა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system