თავში

უმსხვილესი ინვესტორები მსოფლიო ლიდერებს გარემოს დასაცავად გააქტიურებისკენ მოუწოდებენ

ლიდერები გარემოზე
უმსხვილესი ინვესტორები მსოფლიო ლიდერებს გარემოს დასაცავად გააქტიურებისკენ მოუწოდებენ

მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორები, რომლებიც 37 ტრილიონი კლიენტის აქტივებს მართავენ, მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

600 უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, მათ შორის ბანკების, საპენსიო ფონდების და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა მადრიდში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი გაეროს ორკვირიანი კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოებს მიმართვა გაუგზავნეს.

კომპანიებმა თერმულ ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების დახურვა, ნახშირზე გონივრული ფასის დაწესება, წიაღისეულ საწვავზე სუბსიდირების შემცირება და გამონატყორცნი აირების შესამცირებლად ბიუჯეტიდან თანხების გაზრდა მოითხოვეს.

ფინანსურმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ უმსხვილეს კომპანიებს, განახლებადი ენერგიის წყაროზე გადასვლით შეუძლიათ, სათბურების გაზის გამოყოფა მნიშვნელოვნად შეამცირონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system