თავში

UNICEF: გასულ წელს აივ-ინფექციით ყოველ 100 წამში ერთი ბავშვი ინფიცირდებოდა

UNICEF: გასულ წელს აივ-ინფექციით ყოველ 100 წამში ერთი ბავშვი ინფიცირდებოდა
UNICEF: გასულ წელს აივ-ინფექციით ყოველ 100 წამში ერთი ბავშვი ინფიცირდებოდა

გაერო-ს ბავშვთა გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ფონდის (UNICEF) განცხადებით, გასულ წელს აივ-ინფექციით მსოფლიოში ყოველ 100 წამში ერთი ბავშვი ან მოზარდი ინფიცირდებოდა. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს შიდსით 320 000 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, ხოლო 110,000 ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ NDTV წერს.

”ბავშვები კვლავ საგანგაშო ტემპებით ინფიცირდებიან და შიდსით კვლავ იღუპებიან. COVID-19-მა აივ-ინფექციის მკურნალობისა და პროფილაქტიკის სასიცოცხლო სერვისები შეაჩერა, რის გამოც უამრავი ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა", - განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

COVID-19-ის კრიზისმა კიდევ უფრო გაამძაფრა უთანასწორობა ბავშვების, მოზარდების და ორსული დედების სიცოცხლის გადასარჩენად. პირადი დამცავი აღჭურვილობისა და ჯანდაცვის მუშაკების არასაკმარისი რაოდენობის გამო, უამრავი ადამიანი ინფიცირდება.

აპრილის და მაისის თვეებში, COVID-19-ის გამო ნაწილობრივ და სრულ ჩაკეტვას დაემთხვა ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვთა აივ მკურნალობისა და ტესტირების 50-დან 70%-მდე შემცირება.

გაერო-ს პროგრამის (UNAIDS) მონაცემები აჩვენებს, რომ ათწლეულების განმავლობაში აივ და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, რეგიონალური უთანასწორობა არსებობს, განსაკუთრებით ბავშვებში. ცნობილია, რომ ანტირეტროვირუსული თერაპიული მკურნალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შუა აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში შეინიშნება - 81%-ით, შემდეგ მოდის სამხრეთ აზია 76%-ით, აღმოსავლეთი და სამხრეთ აფრიკა 58%-ით, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანე 50%-ით, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვისპირეთი 46%-ით და დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში 32%-ით

UNICEF მსოფლიო მასშტაბით ყველა მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას, შეინარჩუნოს და დააჩქაროს ბავშვთა მიმართ აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის საჭირო ღონისძიებები, როგორიცაა ჯანდაცვის სერვისებისა და სისტემის გაძლიერება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system