თავში

"UNICEF": კორონავირუსის გამო შესაძლოა 1,2 მილიონი ბავშვი დაიღუპოს

"UNICEF": კორონავირუსის გამო შესაძლოა 1,2 მილიონი ბავშვი დაიღუპოს
UNICEF: კორონავირუსის გამო შესაძლოა 1,2 მილიონი ბავშვი დაიღუპოს

გაერო-ს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციამ, "UNICEF- მა "გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ზომების გამო, ყოველდღიურად 6000 ბავშვი შეიძლება დაიღუპოს. ამის მიზეზი კი ჯანმრთელობის სისტემების შესუსტება და რუტინული სერვისების მოშლაა. 

მოხსენება ჯონ ჰოპკინს ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მკვლევარების ანალიზს ემყარება, რომელიც  ჟურნალში "Lancet Global Health" ახლახანს გამოქვეყნდა.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს შედეგი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 118 ქვეყნებში სამი სცენარის, უარესი შემთხვევის საფუძველზე შემუშავდა და მხოლოდ 6 თვეში 5 წლამდე ასაკის 1,2 მილიონი ბავშვი რუტინული სამედიცინო მომსახურების სფეროების შესუსტების ან არარსებობის გამო, შესაძლოა, გარდაიცვალოს.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ასევე დასძინა, რომ ამას კიდევ 46,700-ზე მეტი დედის სიკვდილიც შეიძლება მოყვეს, გარდა 144,000 გარდაცვალებისა, რომლებიც იმავე ქვეყნებში, იმავე პერიოდში უკვე დაფიქსირდა. 

ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე დიდი რაოდენობა, შესაძლოა,10 ქვეყანაში: ბანგლადეშში, ბრაზილიაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ნიგერიაში, პაკისტანში, უგანდასა და ტანზანიაში დაფიქსირდეს. 

COVID-19 | UNICEF

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system