თავში

ყირგიზეთში 1 და 2 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ყირგიზეთში 1 და 2 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ყირგიზეთში 1 და 2 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ყირგიზეთში 1 და 2 მაისი ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლების დროს დაღუპულთა გამო ეროვნულ გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა მიიღო.

ყირგიზეთის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ისევე როგორც საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე ეროვნული გლოვის დღეებში, რესპუბლიკის სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად სულ 166 ადამიანი დაშავდა და 33 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, სამხედრო კონფლიქტი 29 აპრილს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოხდა. ტაჯიკეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ყირგიზეთის შეიარაღებულ ძალებს წყალგამანაწილებელ პუნქტთან მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ყირგიზეთმა კი ტაჯიკური მხარე კონფლიქტის პროვოცირებაში დაადანაშაულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეზობელი რესპუბლიკის სამხედროები საზღვარზე ნაღმტყორცნებს აყენებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system