თავში

ავსტრალიაში ულურუს კლდე ტურისტებისთვის სამუდამოდ დაიხურა

​ავსტრალიაში ულურუს კლდე ტურისტებისთვის სამუდამოდ დაიხურა
ავსტრალიაში ულურუს კლდე ტურისტებისთვის სამუდამოდ დაიხურა

ავსტრალიის ხელისუფლებამ ულურუს კლდე ტურისტებისთვის სამუდამოდ დახურა.

მთაზე ვიზიტორებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს გახდა ცნობილი. ამგვარი თხოვნით მთავრობას ადგილობრივებმა მიმართეს, რომლებიც ამ კლდეს წმინდა ადგილად მიიჩნევენ.

დღეიდან ულურუზე უკანონოდ შეღწევას 10 ათას ავსტრალიურ დოლარამდე ოდენობის ჯარიმა მოჰყვება. გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას გააძლიერებენ.

ულურუ, აგრეთვე ცნობილი როგორც აიერს-როკი, ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის ადგილობრივი ანანგუს ხალხისთვის ულურუ წმინდა ადგილია.

ულურუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system