თავში

უსაფრთხოა თუ არა მეორადი სასურსათო ჩანთები COVID-19-ის დროს

უსაფრთხოა თუ არა მეორადი სასურსათო ჩანთები COVID-19-ის დროს
უსაფრთხოა თუ არა მეორადი სასურსათო ჩანთები COVID-19-ის დროს

მკვლევართა აზრით, ახალი კორონავირუსი ნივთებსა და ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს რჩება, სწორედ ამიტომ რამდენიმე ქვეყანაში, მრავალჯერადი სასურსათო ჩანთების მოხმარება აიკრძალა. 

კვების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორი მარიონ ნესტელი ამბობს, რომ სასურსათო ჩანთებზე ყველანაირი ბაქტერია ცოცხლობს, რომლებსაც ხელით ეხება მომხმარებელი და ეს ბაქტერია შემდეგ სახლშიც კი მიაქვს. 

იმისათვის რომ კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს, ნიუ- იორკის შტატმა გამოსცა ბრძანება, რომ მაღაზიებმა მრავალჯერადი ჩანთების მოხმარება აკრძალონ და გამოიყენონ მხოლოდ ქაღალდისა და პოლიეთინელის პარკები. 

”არსებობს უამრავი სამეცნიერო კვლევა, რომ მეორადი ჩანთები ხელს უწყობს ბაქტერიების და ვირუსების გავრცელებას და ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გვამრთებს ვიდრე ადრე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ნიუ-იორკელები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იყვნენ" - აცხადებს აშშ-ს პლასტიკური გადამუშავებული პარკების ალიანსი. 

სურსათის უვნებლობის ექსპერტმა, ჯეფ ნელკენმა განაცხადა, რომ უსაფრთხო, მეორადი სასურსათო ჩანთები უნდა გაირეცხოს ყოველი გამოყენების შემდეგ. კორონავირუსის დროს, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამის გაკეთება ძალიან ადვილია.

მრავალჯერადი სასურსათო გამოყენების სრულად აკრძალვა, შესაძლებელია, ვერ მოხდეს, რადგან არავინ არ იცის, როგორი რეაქცია ექნება ამაზე ეკოაქტივისტებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system