თავში

USAID-ის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

​USAID-ის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია
USAID-ის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

აშშ-ის სენატმა USAID-ის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე გაერო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენლის სამანტა პაუერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას The Hill ავრცელებს. 

პაუერის განცხადებით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო ხელმძღვანელის პოსტზე მისი დანიშვნის შემთხვევაში USAID-ის საქმიანობა ძირითადად აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში ჩინეთის გავლენების წინააღმდეგ იქნება მიმართული. პაუერის თქმით, პეკინი საკუთარ გავლენებს მსოფლიო არენაზე მტაცებელივით იყენებს, არც დიპლომატიური ნორმების დარღვევაა.

ასევე მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი სამანტა პაუერს ადგილს უშიშროებსი საბჭოშიც შესთავაზებს. ას პოზიცია მას ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დორსაც ეკავა. 

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო აშშ-ის ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც შტატების სხვა ქვეყნებისადმი არასამხედრო დახმარებებზეა პასუხისმგებელი. სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს პრეზიდენტი სენატის თანხმობით ნიშნავს.

სამანტა პაუერი 2013-2017 წლებში გაეროში აშშ-ს ელჩის მოვალეობას ასრულებდა. ის პლანეტის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system