თავში

უცხოელმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოღვაწეებმა აზერბაიჯანს მხარი დაუჭირეს

უცხოელმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა
უცხოელმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოღვაწეებმა აზერბაიჯანს მხარი დაუჭირეს

რიგი ქვეყნების ექსპერტები, ცნობილი, ჟურნალისტები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეები ფრონტზე აზერბაიჯანული არმიის კონტრშეტევის მხარდაჭერით გამოდიან, ისინი მსოფლიო თანამეგობრობას აზერბაიჯანის სამართლიანი პოზიციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ დიასპორის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს. გთავაზობთ მათ რამდენიმე განცხადებას. ამერიკელი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ირინა ცუკერმანი: "სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანის სამოქალაქო მოსახლეობაზე და საცხოვრებელ ობიექტებზე სიკვდილი მოჰყვა. ეს არის სამხედრო დანაშაული და ადამიანის უფლებების შელახვა. აზერბაიჯანული მიწა, გაერო-ს მრავალი რეზოლუციის დარღვევით, სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული".

ფრანგი ისტორიკოს მაქსიმ გაუინი სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანის მხარდაჭერით გამოვიდა: "მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა. აზერბაიჯანი ოდესღაც ერევნის მიერ მიტაცებულს იბრუნებს".

გაერო-ს პროექტების პაკისტანელი ექსპერტი, პაკისტან-აზერბაიჯანის კურსდამთავრებულთა კავშირის დამფუძნებელი ჰაისერ ნაბავი: "უდაოა, ყარაბაღი - ეს აზერბაიჯანია... პაკისტანელი ახალგაზრდობა მთლიანად მხარს უჭერს აზერბაიჯანს ყარაბაღის კონფლიქტში"

ჟურნალისტმა ბანგლადეშიდან მარზია მუმუმ გააზიარა ფოტოები ჰოჯალინის გენოციდის ქრონიკიდან, გააზიარა მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოები, ვისი სახლებიც 2020 წლის ივლისში სომხური პროვოკაციის შედეგად დაინგრა, ასევე აზერბაიჯანელი შეჰიდის დაკრძალვის ფოტოები."გენოციდი, ოკუპაცია და აგრესია", - მიაწერა მან ფოტოებზე.

ისრაელელმა მწერალმა და ჟურნალისტმა პეტრე ლიუკიმსონმა კი ის პირები გაკიცხა, ვინც არასოდეს ყოფილა რეგიონში, არ იცნობს სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს და მაინც სომხეთის პოზიციას იცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system