თავში

უწყლოდ დარჩენილი ბულგარელები მასობრივ დემონსტრაციებს აწყობენ

უწყლოდ დარჩენილი ბულგარელები მასობრივ დემონსტრაციებს აწყობენ
უწყლოდ დარჩენილი ბულგარელები მასობრივ დემონსტრაციებს აწყობენ

წყალმომარაგების შეზღუდვამ ბულგარეთის ქალაქ პერნიკში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. 100 000-მდე დემონსტრანტი ადგილობრივი მთავრობის სახლთან შეიკრიბა და პრობლემის სასწრაფოდ გადაჭრა მოითხოვა. მათი შეფასებით, რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისია. 

პერნიკის მაცხოვრებლებს წყლის დეფიციტი მთელი თვეა აწუხებთ. დაწესებულია გრაფიკი. ქალაქის მერს ტრადიციული, ყოველწლიური ფესტივალის გაუქმება მოუხდა. არსებობს საშიშროება, რომ ქალაქის წყალმომარაგების რეზერვუარი ორ კვირაში დაცარიელდება.

ბულგარეთის გარემოს დაცვის მინისტრმა ნენო დიმოვმა აღიარა, რომ ადგილი აქვს წყლის რესურსების არასწორ მართვას. არსებობს ეჭვი, რომ მან დიდ საწარმოებს წყლის დიდი რაოდენობით გამოყენების უფლება დართო, ამან კი სასმელი წყლის დეფიციტი გამოიწვია. 

საკითხზე გამოძიება დაწყებულია. ეჭვის სამართლებრივი დამტკიცების შემთხვევაში, მინისტრს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system