თავში

უზბეკეთში სიამის ტყუპები გარდაიცვალნენ - VIDEO - PHOTO

უზბეკეთში სიამის ტყუპები გარდაიცვალნენ
უზბეკეთში სიამის ტყუპები გარდაიცვალნენ - VIDEO - PHOTO

უზბეკეთში ახალშობილი სიამის ტყუპები გარდაიცვალნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სიამის ტყუპები, ორი თავითა და ერთი ტანით, 27 ივნისს დაიბადნენ. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტყუპებს ორი ნაღვლის ბუშტი ჰქონდა, დანარჩენი ორგანოები კი საერთო.

ექიმების თქმით, მათ თანდაყოლილი რესპირატორული სინდრომი და გულის უკმარისობა აღენიშნებოდათ, რის გამოც ისინი სპეციალურ ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნაყოფის პათოლოგია ექოსკოპიაზე ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში გამოჩნდა, თუმცა დედამ და მისმა ახლობლებმა ნაყოფის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღეს. მამამთილის თქმით, მათ შეცდომა დაუშვეს, როდესაც რძალს მუცლის მოშლა არ აიძულეს. მამაკაცის თქმით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ბავშვები ჯანმრთელები დაიბადებოდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ექიმების აზრით, ორი თავითა და ერთი სხეულით სიამის ტყუპები იშვიათად იბადებიან. მსგავსი კლინიკური სურათით 200 ათასი ახალშობილიდან მხოლოდ ერთი იბადება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system