თავში

ვაქცინასთან თრომბის კავშირი არ არსებობს, მისი სარგებელი აჭარბებს რისკებს - ჯანმო

ვაქცინასთან თრომბის კავშირი არ არსებობს, მისი სარგებელი აჭარბებს რისკებს - ჯანმო
ვაქცინასთან თრომბის კავშირი არ არსებობს, მისი სარგებელი აჭარბებს რისკებს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ვერ იპოვეს თრომბის კავშირი AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან. მათივე განცხადებით, ვაქცინის სარგებელი აჭარბებს რისკებს. ამის შესახებ ჯანმო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

ექსპერტებმა AstraZeneca-ს მათ ხელთ არსებული ვაქცინის სამეცნიერო მონაცემების ანალიზი ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არსებული მონაცემები არ ცხადყოფს შედედების პირობებში რაიმე ზრდას, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია.

„AstraZeneca-ს ვაქცინას (Covishield-ის ჩათვლით) სარგებლისა და რისკის დადებითი პროფილი აქვს. მას უდიდესი პოტენციალი აქვს ინფიცირების თავიდან აცილებისა და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით. არსებული მონაცემები არ მიუთითებს დიაგნოზების საერთო ზრდაზე, რომელიც დაკავშირებულია სისხლის შედედებასთან, ისეთების როგორებიცაა ღრმა ვენური თრომბოზი ან ფილტვების თრომბოემბოლია აცრის შედეგად. თრომბოემბოლიის მითითებული მონაცემები ვაქცინის გამოყენების შემდეგ შეესაბამება ამ მდგომარეობათა დიაგნოზების მოსალოდნელ რაოდენობას. ორივე დაავადება გვხვდება ბუნებრივი სახით და იშვიათობას არ წარმოადგენს. ისინი ასევე წარმოიქმნება კოვიდინფექციით დაინფიცირების შედეგად“, - ნათქვამია ჯანმო-ს ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტი ქვეყნებს ურჩევს ყველა ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგი განაგრძონ.

18 მარტს, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. 

„საუბარია უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინაზე. AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება“, - განაცხადა ემერ ქუკმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system