თავში

ვაქცინაცია COVID-ით გარდაცვალების რისკს 11-ჯერ ამცირებს - კვლევა

​ვაქცინაცია COVID-ით გარდაცვალების რისკს 11-ჯერ ამცირებს - კვლევა
ვაქცინაცია COVID-ით გარდაცვალების რისკს 11-ჯერ ამცირებს - კვლევა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია COVID-ით გარდაცვალების რისკს 11-ჯერ ამცირებს, - ამის შესახებ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა, ლეანა ვენმა CNN–თან ინტერვიუში განაცხადა.

”COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკიდურესად ეფექტურია დაავადებების, განსაკუთრებით მძიმეს პროფილაქტიკისთვის", - აღნიშნა მან.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების უახლესი მონაცემების თანახმად, ვაქცინები COVID-19-ით ინფიცირების ალბათობას ექვსჯერ, სიკვდილის რისკს კი 11-ჯერ ამცირებს.

”თუმცა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არ გიცავთ 100%-ით, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვაქცინა, მკურნალობაც კი არ არის 100% ეფექტური", - აღნიშნა ვენმა.

პროფესორმა განმარტა, რომ უფრო ხშირად რისკის ქვეშ ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირები არიან.

გარდა ამისა, რისკებს ორგანიზმში სხვა ინფექციების არსებობაც ზრდის.

ვენის თქმით, ექვსი თვის განმავლობაში 13 შტატში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სრულად ვაქცინირებულმა პირებმა კორონავირუსით დაავადებული ყველა ჰოსპიტალიზაციის მხოლოდ 4% შეადგინეს.

"არავაქცინირებული ადამიანები საავადმყოფოებში COVID-19-ით 17-ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან, ვიდრე სრულად ვაქცინირებული ადამიანები", - განაცხადა პროფესორმა.

ცნობისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ინფორმაციით, ადამიანებს, ვინც COVID-19-ის წინააღმდეგ აცრილი არ არის, "დელტა" შტამით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ მაღალი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system