თავში

ვაქცინაციას კოვიდის შემდგომი სიმპტომების გაუმჯობესება შეუძლია - მეცნიერები

ვაქცინაციას კოვიდის შემდგომი სიმპტომების გაუმჯობესება
ვაქცინაციას კოვიდის შემდგომი სიმპტომების გაუმჯობესება შეუძლია - მეცნიერები

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის სიმპტომებისგან ათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვლევაში 812 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ძირითადად ქალები იყვნენ, რომელებიც კორონავირუსის შემდგომ სიმპტომებს უჩიოდნენ. მონაწილეებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია და ერთი კვირის შემდეგ დადგინდა, რომ გამოკითხულთა 56.7%-მა მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმპტომების შემცირება განიცადა, ხოლო 24.6%-ში სიმპტომები უცვლელი დარჩა.

ასევე დასკვნამ აჩვენა, ვაქცინამ ისეთი სიმპტომები შემსუბუქდა, როგორიცაა დაღლილობა და კუნთების ტკივილი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 130 ადამიანიდან, რომლებმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, ზოგიერთი პაციენტი პირველი დოზის შემდეგ უკეთესად გრძნობდა თავს, მაგრამ სიმპტომებმა დაბრუნება დაიწყო, რაც ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ გაქრა.

იელის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის პროფესორმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ხანგრძლივი მიმდინარეობა, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული: ვირუსის რეზისტენტობა და იმუნური სისტემის ძალიან მწვავე რეაქცია.

დუკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერების თქმით, სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ანტისხეულების რაოდენობის შემცირება, რომელიც ორგანიზმმა ვაქცინაციის დროს გამოიმუშავა. ზუსტი პასუხი არ არსებობს კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს სიცხის დამწევმა მედიკამენტმა იმუნურ პასუხზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system