თავში

ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ - ერდოღანი

ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ - ერდოღანი
ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მეორე დოზას 28 დღეში მიიღებს.

"ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები არ მაქვს, თავს მშვენივრად ვგრძნობ, 28 დღეში ვაპირებ მეორე დოზის მიღებას", - განაცხადა ერდოღანმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო, ჩინური კომპანია SinoVac-ის ვაქცინით აცრებითურქეთში ხუთშაბათს დაიწყო და ოთხ ეტაპად ჩატარდება. პირველები ვაქცინას ექიმები და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები ჩაიტარებენ. პირველ ეტაპზე დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია მოხდება. ცნობილია, რომ ორი დღის განმავლობაში 500 ათასი ადამიანი აიცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system