თავში

ვაქცინების გაკეთება ყოველწლიურად დიდხანს მოგვიწევს - Pfizer

​ვაქცინების გაკეთება ყოველწლიურად დიდხანს მოგვიწევს - Pfizer
ვაქცინების გაკეთება ყოველწლიურად დიდხანს მოგვიწევს - Pfizer

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს ყოველწლიურად კიდევ დიდხანს მოუწევთ. ამის შესახებ ამერიკული კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცცადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა "ვირუსის წინააღმდეგ მტკიცე დაცვა“ შეინარჩუნონ.

ბურლამ აღნიშნა, რომ Pfizer-მა უკვე შექმნა ვაქცინები კორონავირუსის "ბეტა" და "დელტა" ვარიანტების წინააღმდეგ, მაგრამ მათი საჭიროება დღის წესრიგში არ დადგა.

ახლა კომპანია "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, რომელიც 100 დღეში იქნება მზად.

"ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და მათ გარეშე ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური სტრუქტურა საფრთხის წინაშე დადგებოდა", - განაცხადა ბურლამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system